სარფში ოქროს კონტრაბანდის სამი ფაქტი დაფიქსირდა 

19 ივლისი 2018, 00:00 1819 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ოქროს კონტრაბანდის ოთხი ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები, „სარფის“ გავლით, საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ. 

ერთ შემთხვევა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეში“ დაფიქსირდა. ბრალდებული, ავტომობილში  მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოჰქონდა. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 11,2 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 670 000 ლარს აღემატება.

აღნიშნულ პირებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამავე კატეგორიაში