შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბლექ სი არენაზე გაიხსნება

18 ივლისი 2018, 00:00 1967 ნახვა

წელს პირველად შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ბლექ სი არენაზე აიღებს სტარტს. ხვალ 80 წუთიანი პროგრამით მაყურებლის წინაშე როკ მუსიკოსი, ლეგენდარული რობერტ პლანტი წარდგება. შემსრულებელი ბათუმში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება.

ბლექ სი არენაზე კონცერტისთვის სცენას ამზადებენ, ზუსტდება ბოლო დეტალები და მოწმდება ტექნიკა. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 4 დღის განმავლობაში ჩატარდება. ჯამში 8 კონცერტი გაიმართება. პირველი კონცერტზე დასწრება მაყურებელს შეკვეთილში შეეძლება 20, 21 და 22 ივლისს კი ჯაზის საღამოები ტრადიციულად ბათუმის კორტებზე გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი