მახინჯაურში მცხოვრები 62 წლის სოციალურად დაუცველი აივაზ შაინიძე დახმარებას ითხოვს

18 ივლისი 2018, 00:00 1927 ნახვა

მახინჯაურში, ყოფილი მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები 62 წლის სოციალურად დაუცველი აივაზ შაინიძე დახმარებას ითხოვს.  ის მთავრობას  საცხოვრებლით დაკმაყოფილებას სთხოვს და აცხადებს, რომ 30 წელია ავარიულ სახლში ცხოვრობს. ამბობს, რომ  შენობასთან მიმდინარე სამუშაოების გამო არ  აქვს სასმელი წყალი და  საცხოვრებელთან მისასვლელი სამანქანე გზა.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქე საცხოვრებლით ვერ დაკმაყოფილდება, თუმცა მას ერთჯერადი დახმარება ეძლევა. განმარტავენ, რომ  აივაზ შაინიძე  კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან  მუნიციპალიტეტი თავშესაფრით მხოლოდ ეკომიგარნტებს და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს უზრუნველყოფს. მერია ყოფილი მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებლებს ურჩევს შექმნან ამხანაგობა, რათა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის პროგრამები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი