ტრამპს პუტინთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ

17 ივლისი 2018, 00:00 1977 ნახვა

შეხვედრა და განცხადებები რომლებიც მსოფლიო  მედიის ყურადღების ცენტრშია. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰელსინკში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მკაცრად გააკრიტიკეს.

 ტრამპის ქცევაში ამერიკელმა კანონმდებლებმა  რუს კოლეგასთან  თბილი პირადი ურთიერთობების დამყარებისკენ სწრაფვა დაინახეს და არა ეროვნული ინტერესების დაცვა. სამარცხვინო და ტრაგიკული უწოდეს ტრამპის პრესკონფერენციას გავლენიანმა კონგრესმენებმა.  ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა კი პრეზიდენტი ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი