აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძე დაასახელა 

17 ივლისი 2018, 00:00 16059 ნახვა

გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. ბრიფინგი პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის რჩეულზე გააკეთა.

''დაახლოებით სამი დღის წინ აჭარაში ვიმყოფებოდი, გავმართე კონსულტაციები. იმ მომენტისათვის მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ეს იყო ''ქართული ოცნების'' მიერ დასახელებული თორნიკე რიჟვაძე. იმ დღეს ოპოზიციას ჩემთვის ალტერნატიული კანდიდატურა არ წარუდგენია. შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა არმაზ ახვლედიანი კანდიდატურაზე. მიმაჩნია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირების წინაპირობაა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც თორნიკე რიჟვაძე წარმოადგინა პარტიამ, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობითაა, პრეზიდენტის მხრიდან მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა'' - განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე. 

'ქართულმა ოცნებამ'' რეგიონის მმართველის პოზიციაზე რიჟვაძე, 6 ივლისს დაასახელა. მოგვიანებით კი საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებიც გამართეს.

უკვე ცნობილია, თორნიკე რიჟვაძის მთავრობაში ოთხი მინისტრიდან ორი თანამდებობას დატოვებს. ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძეს, ჯაბა ფუტკარაძე ჩაანაცვლებს. სოფლის მეურნეობის მინისტრს ავთანდილ მესხიძეს ტიტე აროშიძე შეცვლის.

პოსტებს შეინარჩუნებენ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები. 

საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციამ არმაზ ახვლედიანის, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც წარუდგინა. 

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, 4 ივლისს დატოვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი