დღეს ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი გაიმართება. ანსამბლები კონცერტს საიუბილეო ტურნეს ფარგლებში მართავენ. ''ქართული ხმები'' 30 წლისაა, ბიგ ბენდს კი 20 წლიანი ისტორია აქვს. თარიღი ქვეყნის მასშტაბით კონცერტების სერიით აღინიშნება. საზეიმო საღამო საზაფხულო თეატრში 20 საათზე დაიწყება. კონცერტი უფასოა.
ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი პროექტ Chekin Georgia-ს ფარგლებში ტარდება.