სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრისას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.