არმაზ ახვლედიანი საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი ხედვები გააცნო. ახვლედიანი ოპოზიციური პარტიების ერთიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად გუშინ დაასახელეს. თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და რეფორმების გატარებას გეგმავს. აპირებს, მინისტრთა კაბინეტის ძირეულ შეცვლას. ალტერნატიულ მთავრობის შემადგენლობას კი ხვალ დაასახელებს.