მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა - ამის შესახებ განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, რამდენიმე წუთის წინ გამოსცა.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე, დღეს დროშებს დაუშვებენ.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მინდელის შახტი დროებით დაიხურება.
მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.