საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შეფასებები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლასა და მთავრობის ახალ სამოქმედო პროგრამაზე რადიკალურად განსხვავებულია. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ დღევანდელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მამუკა ბახტაძის გამოსვლებში და მან ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.
უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მთავრობის 5 პუნქტიანი გეგმა, რომელშიც გაწერილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეძლებს დაძლიოს ქვყანაში სიღარიბე. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ დაგეგმილი პროექტები ოპტიმალურ ვადებში განხორციელდება. საპარლამენტო ოპოზიცია კი უხარისხო და უუნაროს უწოდებს მამუკა ბახტაძის გუნდს, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი ქართული ოცნების მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ. ოპოზიციის შეფასებიტ გეგმა, ორმელიც ეკონომიკურ ნაწილშია აღწერილი მიუღწევადია, რადგან არ არსებობს გაწერილი პროგრამა თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა.