“თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ -ეს ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამაა. ამ წუთებში პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. სამთავრობო პროგრამის გაცნობის შემდეგ მამუკა ბახტაძე დეპუტატების კითხვებს ისმენს.
მან 45 წუთის განმავლობაში ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, დაანონსა რამდენიმე ინიციატივაც. რომლის შემდეგაც დაიწყება სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში, რის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.