აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის ორკვირიანი ვადა 18 ივლისს იწურება. პრეზიდენტს ეს დრო უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებისთვის აქვს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, უმაღლეს საბჭოს მინისტრობის კანდიდატებიც უნდა წარედგინოს და მათ ერთიანად უნდა გამოუცხადონ დეპუტატებმა ნდობა.
პროცედურულად, მთავრობის შემადგენლობის დასამტკიცებლად ორი კვირაა გათვალისწინებული. თუ კი წარდგენილ კანდიდატს დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, პრეზიდენტს იმავე ან ახალი კანდიდატის დასახელება ხელმეორედ მოუწევს.