ტრაილერების მძღოლებსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა

11 ივლისი 2018, 00:00 1965 ნახვა

სატვირთო მანქანების მძღოლებსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის შეთანხმება მიღწეულია. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი სატვირთო მანქანებისა და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

გადაწყდა, რომ მომავალი კვირიდან ტრაილერების მძღოლები საზღვარზე გადასასვლელად ნებართვების მიღებას შეძლებენ.შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სტრუქტურული საკითხებიც. სახმელეთო სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი  მძღოლებს დაპირდა,  რომ პრობლემატურ საკითხებზე სასაუბროდ სექტემბერშიც  შეიკრიბებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი