მამუკა ბახტაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ 10 საათზე დაასახელებს

11 ივლისი 2018, 00:00 1995 ნახვა

მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც რამდენიმე საკითხს შეეხო.  მამუკა ბახტაძემ ნატოს სამიტის მნიშვენლობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა მეგობარ ქვეყნებს, ფორმატისთვის, რომელზეც საქართველოს საკითხი ცალკე განიხილება.

მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ  წლის ბოლომდე სხვადასხვა უწყების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება და სარეალიზაციოდ ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა.

მან კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსა და მათი მოგვარების გზებზეც ისაუბრა.  პრემიერ-მინისტრი დადებითად აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატსაც. მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძეს აქვს გამოცდილება , იმისთვის, რომ დაკისრებული მისია  წარმატებულად შეასრულოს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი