ქობულეთში   სანაპიროს   გადაკეტვას   აპროტესტებენ

10 ივლისი 2018, 00:00 3729 ნახვა

ხმაური იყო დღეს ქობულეთში. ფიჭვნარის მოსახლოება სანაპიროზე გადასასვლელად შემოღობილი ტერიტორიის გახსნას ითხოვს, იქ, სადაც კომპანია ,,კრისტალ ბილდინგი” სასტუმროს აშენებს. ადგილობრივებმა დღეს რკინის კონსტრუქციის ნაწილი, რითაც სანაპიროზე გადასვლას შეძლებენ, თავად გახსნეს.

 ქალაქის მერმა მათ შეახსენა, რომ ისინი კერძო საკუთრებაში იმყოფებოდნენ. სამართლებრივი ნორმების განმარტების შემდეგ მირიან ქათამაძე მოსახლოებას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა კომპანიაში დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ადგილობრივებს ზღვამდე ალტერნატიული გზით სარგებლობას ურჩევენ, რომელიც მათი მტკიცებით, თავად მოაწყვეს.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი