ზუკა  ფაღავას  საქმეს  დარგის  სპეციალისტები  შეაფასებენ

10 ივლისი 2018, 00:00 3101 ნახვა

ზუკა ფაღავას საქმეზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დოკუმენტაცია შესაბამისი დარგის სპეციასლისტებთან გადააგზავნა. სპეციალისტები დოკუმენტს შეაფასებენ და კლინიკურ დასკვნას რეგულირების სააგენტოს დაუბრუნებენ. იმ შემთხვევაში თუ საქმეში ექიმის გადაცდომა დაფიქსირდა ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოში იმსჯელებენ.

26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. ზუკა ფაღავას ოჯახის წევრები და კოლეგები მიიჩნევენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური მკურნალობა იყო.

ამავე კატეგორიაში