ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი პირველი 8 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სპეციალური დიეტა უკვე დაიწყეს. განცხადებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს. ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გადარჩენილი ბიჭუნების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას არ იწვევს. ორი ბავშვს ფილტვების ინფექცია დაუდგინდა. თუმცა დანარჩენი ბიჭები უკვე ფეხზე დგანან და საწოლის ირგვლივ გადაადგილდებიან კიდეც.
ბიჭუნებს კარგი მადა აქვთ, თუმცა მათ ამ ეტაპზე ადვილად მოსანელებელ საკვებს აძლევენ-აცხადებს მინისტრი. Dდატბორილ მღვიმეში კიდევ 4 ბავშვი და მათი მწვრთნელი რჩებიან. მათ გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.