Led Zeppelin-ის სოლისტის რობერტ პლანტის კონცერტამდე რამდენიმე დღე რჩება

10 ივლისი 2018, 00:00 1743 ნახვა

საქართველოს რამდენიმე დღეში ლეგენდარული შემსრულებელი, რობერტ პლანტი ეწვევა და 19 ივლისს, Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში, Black Sea Arena-ზე იმღერებს. 

ინგლისელი მომღერალი და ათობით სიმღერის ავტორი, წარსულში - როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის ვოკალისტი იყო.

შემდეგ დღეებში ჯაზ ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის კორტებზე გაგრძელდება.

20 ივლისს მსმენელის წინაშე ლეგენდარული Trombone Shorty წარსდგება.  Black Sea Jazz Festival-ზე  იმღერებენ, ასევე რობერტ გლასპერი, ტეილორ მაქფერინი, კრისტიან სკოტი, ტერას მარტინი და სხვები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი