ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

10 ივლისი 2018, 00:00 2744 ნახვა

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ''მედცენტრში'' გადაიყვანა. 28 წლის კაცს ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. 

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი 21:15 წუთზე შეიყვანეს. 

კლინიკის მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

''პაციენტს ზურგის არეში, ხერხემლის გვერდით, ღრმა ჭრილობა ჰქონდა. მოხდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, მცირე ოპერაციული ჩარევა. ამ ეტაპზე ის დაკვირვების ქვეშ რჩება'' - ამბობს ექიმი ბეჟან ხოზრევანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

მამაკაცი, სავარაუდოდ, გაშველების დროს დაჭრეს. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი