მუნიციპალურ ავტობუსებში საბილეთო სისტემა რამდენიმე დღეში გაუქმდება

09 ივლისი 2018, 00:00 5573 ნახვა

ბათუმში, 1-ელი აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა უკონტაქტო ბარათებით იქნება შესაძლებელი. ამ დროიდან ქაღალდის საბილეთო სისტემა გაუქმდება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. 

BATUMI CARD-ის უკონტაქტო პლასტიკური ბარათი მრავალჯერადი გამოყენებისაა, ანგარიშის შევსება კი მოქალაქეებს საკომისიოს გარეშე შეეძლებათ.

''სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია. ბარათის ასაღებად EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიყვეთ ინსტრუქციას, ჩარიცხოთ 2 ლარი, რომელიც აისახება ანგარიშზე.
პლასტიკური ბარათის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად. 

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია EXSPRESS CARD, SOLO, VISA ELECTRON, ARMY და სხვა. თბილისის ტრანსპორტში გამოყენებადი ყველა ტიპის ბარათი: METROMONY, მერიის შეღავათიანი ბარათები, საქართველოს ბანკის მოსწავლის და სტუდენტური ბარათები'' - წერია განცხადებაში. 

21 ივნისს,  აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებლის მიერ მომზადებულ მასალაში, რესპოდენტები აცხადებდნენ, რომ N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდებოდა. მაშინ ''ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტეს, რომ უწყება მალე მუშაობის ახალ სისტემაზე გადავიდოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი