ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების ამოყვანის ოპერაცია 10-12 საათით შეჩერდა

08 ივლისი 2018, 00:00 1723 ნახვა

ტაილანდში კი, მღვიმიდან ბავშვების ამოყვანის ოპერაცია 10-12 საათით შეჩერდა, რათა მყვინთავები შემდეგი ოპერაციისთვის მოემზადონ. ამ დროისთვის, ტაილანდის სამხედრო ფლოტის ცნობით, მღვიმიდან 4 ბავშვია გამოყვანილი. ოპერაციის შეჩერების მიზეზი ჟანგბადის მარაგის ამოწურვა გახდა. ოპერაციაში 18 მყვინთავი მონაწილეობს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, წვიმიანი ამინდების სეზონი იწყება და თუ ახლა არ იმოქმედებდნენ, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდებოდა.

თავდაპირველად   ოფიციალური წყაროების მიერ   მღვიმიდან 6 ბავშვის გამოყვანის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამ დროისთვის კი, სამაშველო მისიის უფროსი მხოლოდ 4 ბავშვის გამოყვანას ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მღვიმეში 12-მა ბავშვმა და მწვრთნელმა 2 კვირაზე მეტი დრო გაატარეს. ბავშვების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, მწვრთნელი კი 25 წლისაა. ისინი 10-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი