პარლამენტის ბიურომ სტიქიის ზონაში სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა

08 ივლისი 2018, 00:00 1341 ნახვა

პარლამენტში დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის განკარგულება განიხილეს. კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ სტიქიის ზონაში ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. შესაბამისად, საკითხს მხარი ბიუროზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა.

ს​აკითხი დღესვე რიგგარეშე სხდომაზე გავა მხარდასაჭერად. მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი