ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედუიძე და გამომძიებელი ირაკლი ფიფია გამოკითხა. თუმცა სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა, რისი მიზეზიც ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებზე ძალოვანი პირების მიერ გაცემული პასუხები გახდა. თუ რა ფორმით შემოწმდა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ტელეფონები და რა ფორმით გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები.
სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატი ირაკლი აბესაძის კითხვაზე უპასუხეს, რომ როგორც გამოკითხვები, ისე ტელეფონების შემოწმება პოლიციის შესახებ კანონით და ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის შესაბამისად განხორციელდა. მათივე განცხადებით, სწორედ აღნიშნული კანონების შესაბამისად, გამოიკითხა მოწმეები, გამოიკითხნენ მოზარდები, ხორავას ქუჩის მცხოვრებლები, თუმცა რიგ შემთხვევაში ოქმები და პატაკები წერილობით არ შედგენილა.