ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში

05 ივლისი 2018, 00:00 1224 ნახვა

 სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის სასჯელი მკაცრდება. ცვლილებებს მესამე მოსმენით მიმდინარე კვირაში საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.

სანქციები იზრდება, ასევე, ცრუ ჩვენების მიცემის და ან მასზე უარის თქმისთვის. ცრუ ჩვენების კუთხით, პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ შემადგენლობაზე (ანგარება ან სხვა პირადი მოტივი) სანქციის ზედა ზღვარი იზრდება 2 წლით, რითაც აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცა, რომლის ჩამდენი პირის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული პირობითი მსჯავრი.

ასევე, 2 წლით იზრდება სანქციის ზედა ზღვარი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, რითაც დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცევა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი