რისი გაკეთება შეძლო 2016 წლიდან დღემდე ზურაბ პატარაძემ? ვიდრე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, სპეციალური ბრიფინგი სწორედ ორ წლიანი მუშაობის შეჯამებით დაიწყო. წარმატებული, მნიშვნელოვანი და დაგეგმილი - ამ პრინციპით დაალაგა დღეს მან პროექტები, რომლებიც მისი მუშაობის პერიოდში განხორციელდა.
ამაყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროცესის დაწყებით და იმ ღონისძიებებით, რომლებსაც ფონდი ქართუ ახორციელებს. რისი გაკეთება ვერ შეძლო და რითი დაამახსოვრა საზოგადოებას თავი აჭარის მთავრობის რიგით მესამე თავმჯდომარემ.