ზურაბ პატარაძე მუშაობის ორ წელს აჯამებს

04 ივლისი 2018, 00:00 1860 ნახვა

​ორწლიანი მუშაობის პერიოდი ზურაბ პატარაძემ ბრიფინგზე შეაჯამა. წარმატებულ პროექტებს შორის გამოყო სტადიონისა და ესტაკადის მშენებლობა, რვაფეხას რეაბილიტაცია, მაღამთიანეთის გაზიფიცირება და კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელიც ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. 

​აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება დაიწყო, რაც ისტორიული პროცესია. სამუშაოების 60 % უკვე დასრულებულია.

ცალკე გამოყო კურორტი გოდერძი. ზურაბ პატარაძის განმარტებით, საქართველოში ეს პირველი შემთხვევა, როცა კურორტი გენერალური გეგმის მიხედვით შენდება. გოდერძზე 17 სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს. 

რეგიონის ყოფილმა პირველმა პირმა, ბათუმში განხორციელებულ კიდევ ორი პროექტზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებით გამოყო საფეხბურთო სტადიონი და ბათუმის ესტაკადა, რომელტა სამშენებლო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ასევე, მისი განცხადებით, მთავრობის მთავარი ამოცანა იყო, აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის ოთხივე სეზონზე გააქტიურება და ტურიზმის დივერსიფიკაცია. ცალკე გამოყო სოფლად ტურიზმის განვითარებაში მიღწეული შედეგები. ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ ქალაქში ზაფხულის სეზონზე დამსვენებლების რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა. 

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. ბრიფინგზე რეგიონში ''ქართუ ფონდის'' მიერ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრა. მათ შორის გამოყო, რაგბის სტადიონის მშენებლობა, მწერალთა სახლის, დრამატული თეატრისა და ''რვაფეხას'' რეაბილიტაცია. 

​აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დღეს დატოვა. ზურაბ პატარაძემ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა: ''დღეს მივიღე გადაწყვეტილება და  ვტოვებ თანამდებობას,  ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად''. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი