ორი წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

04 ივლისი 2018, 00:00 1489 ნახვა

ორი წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ზურაბ პატარაძემ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა: ''დღეს მივიღე გადაწყვეტილება და  ვტოვებ თანამდებობას,  ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად''. 

"მე ვარ და ვიქნები ''ქართული ოცნების'' წევრი, გუნდის წევრი და ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ მომავალში" - ზურაბ პატარაძე. მადლობა უნდა ვუთხრა პარტიას, რომელმაც მომცა საშუალება დავბრუნებულიყავი აჭარაში და მეკეთებინა ბევრი საქმე ჩემს რეგიონში" - თქვა მან ბრიფინგზე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.  

ყოფილმა მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა "ქართულ ოცნებას", ცენტრალურ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, მოსახლეობას, მუნიციპალიტეტს და ბათუმელებს. 

ამავე კატეგორიაში