29 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიის სულავესის კუნძულთან ბორანის ჩაძირვის შედეგად

04 ივლისი 2018, 00:00 2084 ნახვა

29 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიის სულავესის კუნძულთან  ბორანის ჩაძირვის შედეგად.  მაშველები ზღვაში ათობით დაკარგულს ეძებენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,  41 ადამიანი დაკარგულად ითვლება.  

მაშველებმა 69 მგზავრის გადარჩენა შეძლეს.  ბორანს დიდი რაოდენობით ავტომობილები გადაჰქონდა, როცა წყლით შევსება და ჩაძირვა დაიწყო.  







რამდენიმე კვირის წინ ინდონეზიის ტობას ტბაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ვულკანური ტბაა, მგზავრებით გადატვირთული ბორანის ჩაძირვის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

(ფოტო: mirror.co.uk)

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი