8 წელი სამართლის ძიებაში. სპეცოპერაცია ,,ენვერის” დროს დაკავებული ერთ-ერთი პირი, მფრინავი გოჩა დიასამიძე გვიყვება, რომ დღემდე რეაგირების გარეშეა მისი განცხადება, რომლითაც მან პროკურატურას მიმართა. მისი ინფორმაციით, ბრალდებული 13 პირიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმეტესობა პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს, თუმცა დღემდე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან. რაც შეეხება პეტრე დევრიშაძეს, იგი ერთ-ერთია, რომელმაც აღაიარა რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
სწორედ დევრიშაძის კომპანიები იგებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ტენდერებს, რის გამოც ოპოზიცია ხელისუფლებას პასუხს სთხოვს. დევრიშაძის კომპანია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულია, სპეცოპერაცია ენვერის საქმეში ბრალადებული რამდენიმე პირი კი სამსახურში აღდგენას დღემდე ვერ ახერხებს. პეტრე დევრიშაძემ დღეს მთავართან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.