ენმ  აჭარის  მთავრობას  რუსული  პროპაგანდის  გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს

02 ივლისი 2018, 00:00 1893 ნახვა

“ნაციონალური  მოძრაობა”  აჭარის   მთავრობას   რუსული პროპაგანდის  გავრცელების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.  საუბარია  30 ივნისს ბათუმში გამართულ  ფესტივალზე  “21-ე  საუკუნის  ბავშვები”. ასმათ  დიასამიძის  განცხადებით,   პროექტი რუსეთშია დაფუძნებული და მისი  ძირითადი  მიმართულება რუსული პროპაგანდის გავრცელებაა, ამასთან ოპოზიციის ინფორმაციით, პროექტის მხარდამჭერები არიან  “საბჭოთა კავშირის გმირების კლუბი” რუსეთის ფედერაციის გმირები, მოსკოვის დიდების ორდენის კავალერები და რუსეთის კულტურის სამინისტრო.

ასმათ დიასამიძის განმარტებით, საერთაშორისო ფესტივალი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, შეკრებილებს აჭარის განათლების მინისტრი რუსულად მიესალმა, რაც დაუშვებელია. 

აჭარის მთავრობაში საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი მოგვინებით გაკეთდება, მანმადე კი განმარტეს, რომ ფესტივალთან დაკავშირბეით, ორგანიზატორებს მხოლოდ საინფორმაციო მხარდაჭერაში დაეხმარნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი