სასუნთქი გზების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მედიცინაში მისი მკურნალობის ახალ მეთოდებს ეცნობიან ექიმები ბათუმში. რეგიონი სამედიცინო კონგრეს მასპინძლობს , რომელსაც ათას 100 დელეგატი ესწრება და 32 ქვეყნის 43 საერთაშორისო სპიკერი მონაწილეობს. კონგრესის მთავარი თემა რესპირაციული დაავადებებია, მათ შორის ბრონქული ასთმა და ფილტვების ქორნიკული დაავადებები.
მედიკოსების თქმით მათ დიდ გავლენას ახდენს კლიმატი და მჯედიკოსების თქმით აღნიშნული პათოლოგიები აჭარის რეგიონისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია. ექიმები ამბობენ, რომ სასუნთქი გზების დაავადებები, მისი დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა ყველა ასაკში საყურადღებოა, მაგრამ განსაკუთრებით მცირეწლოვნებში. პატარებში მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ ბავშვის ე.წ. მსტვინავი სუნთქვა, რომელიც შესაძლოა ბრონქული ასთმის წინაპირობა იყოს.