სამთავრობო ცვლილებებზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს

27 ივნისი 2018, 00:00 1529 ნახვა

ვინ დარჩება განახლებულ სამთავრობო გუნდში და რომელი მინისტრი გააგრძელებს საქმიანობას ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად. მმართველ გუნდში ამ დრომდე არ კონკრეტდება შესაძლო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია, თუმცა აცხადებენ, რომ კონსულტაციები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მიმდინარეობს.

ამასთან მიაჩნიათ, რომ ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტში აუცილებელია. მამუკა ბახტაძის მთავრობა 10 მინისტრით დაკომპლექტდება და ხუთ პუნქტიანი სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელებენ.

იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ უცნობია პრემიერ-მინისტრის არჩევანი, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას მათი მხარდაჭერა არ ექნება. 150 დეპუტატიდან 76-ის მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდეს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი