დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ქუჩაში მობილური ტელეფონი მოპარეს. საჯიდ ჯავიდი რამდენიმე თვის წინ მოპედიანი მძარცველების მსხვერპლი გახდა. მინისტრის თქმით, შემთხვევა ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში იუსტონის ვაგზლის მახლობლად თვალის დახამხამებაში მოხდა.
ჯავიდის თქმით, ტაქსის გამოსაძახებლად ამოღებული ტელეფონი ქუჩის მძარცველებმა ხელიდან გამოსტაცეს და ადგილიდან მოპედით მიიმალნენ.
საჯიდ ჯავიდი პაკისტანელი მიგრანტების ოჯახიდანაა, მამამისი ავტობუსის მძღოლი იყო. ის პირველი აზიელი და პირველი მუსლიმია, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის უმაღლესი ოთხი თანამდებობიდან ერთ-ერთი უკავია.