სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

13 ივნისი 2018, 00:00 1686 ნახვა

პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ სუს-თან აფეთქების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

„ნებისმიერი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია“-აცხადებენ უწყებაში.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 31 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციაზე განაცხადა, რომ მას და ასეულობით ადამიანს დაგეგმილი ჰქონდათ სუს-ში თავის აფეთქება, თუმცა მოგვიანებით, განმარტა, რომ განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი