ხანძარი სასტუმრო ''არმაზში''-სასამართლო დავა გრძელდება

08 ივნისი 2018, 00:00 1414 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება აწ გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის საქმეზე სისხლის სამართლის პროცესი. მას გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

სასტუმრო არმაზე 2015 წლის 10 მაისს დაიწვა, რასაც შედეგად სამი ბავშვის სიცოცხლის მოსპობა მოყვა. სასტუმროს მფლობელებად რეგისტრირებული იყვნენ ზაზა ართმელაძის მცირეწლოვანი შვილები. ამ ეტაპზე პროკურატურის წარდგენილი მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

ადვოკატის განცხადებით, ამ მოწმეების დაკითვითაც ცხადი ხდება, რომ ართმელაძეს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი გამართლდება. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა ზაზა ართმელაძემ 2016 წლის 29 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამავე კატეგორიაში