მშვიდობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო 102-ე ადგილზეა

06 ივნისი 2018, 00:00 1478 ნახვა

მშვიდობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო 163 ქვეყანას შორის 102-ე ადგილზეა. კვლევას ლონდონში, „ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა ოთხი საფეხურით არის გაუარესებული. გამოქვეყნებულ კვლევაში, საქართველოს რუანდა და ლესოტო მოსდევენ.

ყველაზე მშვიდობისმოყვარულ ქვეყნებად დასახელდნენ ისლანდია, ახალი ზელანდია და ავსტრია. ჩინეთი რეიტინგში 112-ე პოზიციაზეა, აშშ კი – 121-ეზე. სიას ასრულებენ სამხრეთ სუდანი, ავღანეთი და სირია. რეიტინგში რუსეთი 154-ე ადგილს იკავებს, მისი პოზიცია გასულ წელთან შეადრებით, ერთი საფეხურით გაუარესდა. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მშვიდობისმოყვარულობის გლობალური ინდექსის მიხედვით, სომხეთი 120-ე ადგილზე, აზერბაიჯანი – 132-ე, თურქეთი – 149-ეზე, უკრაინა – 152-ეზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველო იყო ქვეყანა მშვიდობის დაბალი დონით, რომელიც მკვეთრად გაუმჯობესდა 2018 წლისთვის. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ დღეს დედამიწაზე ვითარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად მშვიდია, ძალადობისგან ზარალმა 2017 წელს 14,8 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი