ლაშა კომახიძე ლუკა ასათიანის ქუჩის მოსახლეობასთან ერთად გამწვანების აქციაში ჩაერთო

05 ივნისი 2018, 00:00 1562 ნახვა

ლაშა კომახიძე ლუკა ასათიანის ქუჩის მოსახლეობასთან ერთად გამწვანების აქციაში ჩაერთო. გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ბათუმის მერიაც შეუერთდა.

ახლადრეაბილიტირებულ ჯაფარიძის ქუჩაზე 30 ძირი ფიჭვი და ცხენისწაბლა დაირგო.ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური წლის ბოლომდე 3 500-მდე ხე-მცენარესა და 1 მილიონ ყვავილს დარგავს.
 

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი