თბილისში, საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური იმთავითვე მოჰყვა. სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.