“თაბაშირის იუდა” -პრემიერა

02 ივნისი 2018, 00:00 2154 ნახვა

„თაბაშირის იუდა“-  პრემიერა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.  სპექტაკლის სიუჟეტი 1937 წლის „წითელი ტერორის“ მძიმე პერიოდის შესახებ მოგვითხრობს. სპექტაკლის პროდიუსერმა ის ადამიანები გააცოცხლა, რომელებიც საბჭოთა კავშირის მსხვერპლნი გახდნენ.

ავტორებმა ჯერ საარქივო მასალებზე დაყრდნობით ფილმი შექმნეს შემდეგ კი მუსიკალური სპექტაკლი დადგეს. ახალ სიტყვად შეფასებული ოპერის მუსიკის ავტორი – ზაზა მარჯანიშვილია. სპექტაკლში გარდა მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებისა სხვა ცნობილი არტისტებიც მონაწილეობდნენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი