მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვატარდება. გადმოცემის მიხედვით, კაბადოკიაში დაბადებული წმინდანი მე-4 საუკუნეში საქართველოში ვაზის ჯვრით შემოვიდა და ქრისტიანობა იქადაგა.
მოციქულთა სწორის და ქართველთა განმანათლებლის დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 27 იანვარსა და 1 ივნისს.