სახალხო დამცველს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის მასალები განაჩენის გამოცხადების შემდეგ ექნება

31 მაისი 2018, 00:00 1822 ნახვა

სახალხო დამცველს, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის გამოძიების მასალებზე წვდომა უახლოეს დღეებში ექნება. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სასამართლოს განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, მათ მიეცემათ საშუალება დეტალურად გაეცნონ საქმეს. 

სასმართლო განაჩენის გამოქვეყნება ხვალ დაანონსდა. 

"რატომ ჰქონდა თავიდანვე ერთი სცენარი და წინასწარ განზრახვა პროკურატურას, რომ სხვები არ შეიძლებოდა ყოფილიყო დამნაშავეები ამ საქმეში. ეს ბადებს ეჭვებს და რეალურად აჩენს კითხვებს, ხომ არ აფარებდა ვინმეს ხელს ან ხომ არ ხუჭავდა თვალს რაღაც გარემოებებზე" - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი სწორედ ამ გარემოებებს შეისწავლის. ომბუდსმენის თმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ბუნებრივია მკვლელობის საქმეს ვერ გამოიძიებს, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა იქნება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, "ალბათ, მთავარი დღის წესრიგი საპარლამენტო კომისიის ის უნდა იყოს , რომ დაადგინოს ვინმეს ხომ არ აფარებდა ხელს პროკურატურა".

ამავე კატეგორიაში