ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

28 მაისი 2018, 00:00 1333 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, გააყალბეს უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი  გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  მიწის ნაკვეთები. ამ ეტაპზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი