საწარმოების კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება

21 მაისი 2018, 00:00 2248 ნახვა

ბათუმის პორტს გარემოს დაცვის ინსპექცია რამდენიმე დღეში სავარაუდოდ 5 ათასი ლარით დააჯარიმებს. ამის შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობენ ნავსადგურის ადმინისტრაციაში, ირწმუნებიან რომ მათ არაფერი დაურღვევიათ.

სპეციალისტები კი იმ გადაცდომებზე საუბრობენ, რაც არაგეგმიური შემოწმებისას აღმოაჩინეს. საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ პორტში გოგირდის გრანულების ღია ცის ქვეშ გადატვირთვას.

ცნობისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს 2015 წლის მონაცემებით ბათუმში გარემო ძირითადად ნახშირწყალბადების გაფრქვევით ბინძურდება, რისი მთავარი განმაპირობებელიც შპს “ბათუმის ნავთობტერმინალის” ფუნქციონირებაა. არსებული მონაცემების გათვალისწინებით, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელ შედეგებზე საუბრობენ ექსპერტები.

რას ავალდებულებს ქვეყნის ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და რა ეტაპზეა კანონების ევრო-დირექტივებთან ჰარმონიზაცია – ჯენი კვანტალიანმა მოამზადა სიუჟეტი “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში