ბაადურ წულაძე გარდაიცვალა

13 მაისი 2018, 00:00 2431 ნახვა

83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა. იგი 1935 წლის 5 მარტს ბათუმში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი სადიპლომო ნამუშევარით მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჯილდო”ბაადურ წულაძე პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში “ქორწილი”.

1969 წლიდან იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა (2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “თბილისი - თბილისი“. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.

ამავე კატეგორიაში