არაოფიციალური ინფორმაციით, სპეოპერაციის დროს 70-მდე მოქალაქეა დაკავებული

12 მაისი 2018, 00:00 1737 ნახვა

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 70 -მდე მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი ორი ავრცელებს.

ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დაკავებული გუშინ, გვიან ღამით, 5 კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე განმარტებები არ გაუკეთებია მოქალაქეების დაკავებაზე, რომლებიც კლუბში გასართობად იყვნენ მისულები. 

სამინისტროს ვებგვერდზე მხოლოდ ის წერია, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი".

გუშინ, სპეცოპერაცია 5 კლუბში მთელი ღამის განმავლობაშ მიმდინარეობდა. კლუბის სტუმრები ამბობენ, რომ მათზე განხორციელდა ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან. 

ძალადობის შემთხვევები ჩანს გავრცელებულ ვიდეოებში. ახალგაზრდების დიდი ნაწილი კი, პარლამენტთან დააკავეს პოლიციელებმა, აქციაზე ახალგაზრდები 

ამავე კატეგორიაში