ბათუმში საბურავების ქურდი დააკავეს

11 მაისი 2018, 00:00 4356 ნახვა

სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, მეორე კი ამხილეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 10 მაისს, ბათუმში, „INFINITI“-ს მარკის ავტომობილიდან საბურავები მოიპარა.

აღნიშნული საბურავები სხვა ავტომობილზე, კონკრეტულად კი თეთრი ფერის Hyundai-ზე პოლიციელებმა აღმოაჩინეს. 

ნაქურდალი  პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

‘’შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი ამხილეს’ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი