ბოლო 1 კვირაში ქურდობის ბრალდებით 12 პირია დააკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე ისინი აჭარაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ასევე აღკვეთილია ქურდობის ორი ფაქტი. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება ბათუმში დაკავებულებს ისინი შსს-ს ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდნენ.