ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ძლიერი ქვიშის ქარიშხლის შედეგად, რომელმაც ინდოეთის ჩრდილოეთ რაიონებს გადაუარა. დაშავებულია 130-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უკვე მიუსამძიმრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.
სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა. მოგლეჯილია ასობით ხე, ქვეყნის რიგ რაიონებში კი ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ცუდი ხილვადობის გამო დელიში ინდირა განდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი გადაიდო. მსხვერპლთა და სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობა დგინდება.