თურქეთის საკონსულო აიდი ბარათის დაზიანების ფაქტს უარყოფს

28 აპრილი 2018, 00:00 4557 ნახვა

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაზიანების ფაქტს უარყოფენ თურქეთის საკონსულოში. როგორც ამბობენ ვიდეო ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მათივე ინფორმაციით, გოჩა შერიფაძე თურქეთის ტერიტორიაზე დეპორტირებულია, რის გამოც მას არ მისცეს საზღვრის კვეთის საშუალება.

დეპორტთან დაკავშირებულ  ინფორმაციას უარყოფს თავად გოჩა შერიფაძე და აცხადებს, რომ იგი აქამდე თურქეთის რესპუბლიკაში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა. შეგახსენებთ, მოქალაქეს პრობლემები სარფის საბაჟოს საზღვრის კვეთისას გუშინ შეექმნა. იგი აცხადებს, რომ თურქულ მხარეს მებაჟემ აიდი ბარათი დაუზიანა და ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცა.

რა გახდა საზღვრიდან უკან გამობრუნების მიზეზი მისთვის უცნობია, რადგან მებაჟეს არაფერი განუმარტავს. გოჩა შერიფაძის თქმით,  პირადობის დამადასტურებელი მოწმობას მოქმედების ვადა ჰქონდა და ქართულ მხარეს კონტროლი უპრობლემოდ გაიარა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი