ერევანში ოპოზიციის აქცია განახლდა

25 აპრილი 2018, 00:00 2692 ნახვა

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს. პოლიცია მობილიზებულია ყველა სამთავრობო შენობის წინ. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ ყველა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიცია მათ ხელს არ უშლის.

ინიციატივის ,,ჩემი ნაბიჯი" ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ პრემიერის პოსტი ხალხის მიერ არჩეულმა კანდიდატმა უნდა დაიკავოს, რის შემდეგაც დროებითი მთავრობის ფორმირება მოხდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა კი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ხელისუფლება თავის მხრივ დაჟინებით მოითხოვს ვადამდელი არჩევნები მმართველი პარტიის წასვლის გარეშე ჩატარდეს.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი აცხადებს, რომ მთავრობის მეთაური არ შეიძლება ქუჩაში აირჩიონ, რადგან ეს პარლამენტში უნდა მოხდეს.  

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი